20 იანვარი 2017 წელი

ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ნანა ტრაპაიძის წიგნის - ,,ლიტერატურა და ლიტერატურა“ - პრეზენტაცია გაიმართა.
ავტორმა კრიტიკული ესეების კრებულში განხილული პრობლემური საკითხების შესახებ ისაუბრა: ლიტერატურისა და ლიტერატურის კრიტიკის არსი, მათი ისტორიული და თანამედროვე ურთიერთდამოკიდებულება, საერთო და ავტონომიური სივრცეების, ლიტერატურის მეთოდოლოგიური წაკითხვის მნიშვნელობა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, დაინტერესებული პირები.