25 დეკემბერი 2016 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა კონფერენცია გაიმართა. მოხსენებები ისეთ საკითხებს შეეხებოდა, როგორიცაა: „საქართველო რუსთაველის ეპოქაში“ (ნ. პატარაია, ხ. ფუტკარაძე), „ვეფხისტყაოსანი-ქართული კულტურისა და სულიერების საფუძველი“ (ლ. მახარაძე), „შუა საუკუნეების რენესანსი და ჰუმანიზმი: შოთა რუსთაველი და ალიგიერი“. მომხსენებლები გახლდნენ ისტორიის, ქართული ფილოლოგიისა და ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტები: ნანული პატარაია, ხათუნა ფუტკარაძე, მიქაელ მახარაძე და ლია მახარაძე.
კონფერენციამ საინტერესოდ ჩაიარა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.