18 დეკემბერი 2016 წელი

18-20 ნოემბერს, თესალონიკში „პონტოელ ბერძენთა მესამე საერთაშორისო კონგრესი“ გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორებმა მარინე გიორგაძემ და ემზარ კახიძემ.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მ. გიორგაძემ მოხსენება წაიკითხა თემაზე: „პონტოელი ბერძნები აჭარაში“ და წარადგინა სამეცნიერო პროექტი, რომელზეც 3 წელია ბსუ-ს მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს.
ასოც. პროფესორმა ემზარ კახიძემ მოხსენება წაიკითხა ქართველი მუსლიმანების ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების ისტორიული წინაპირობები“. მოხსენებებმა დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.