16 სექტემბერი 2016 წელი

14-16 სექტემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის, სლავისტიკის, ფილოსოფიის, ევროპეისტიკის, აღმოსავლეთმცოდნეობისა და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტების აკადემიური პერსონალის და ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ანზორ ბერიძის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების თემა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ხელახალი სააკრედიტაციო განაცხადის გაგზავნის მოსამზადებელ სამუშაოებს ეხებოდა. კერძოდ, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე CV-ების განახლება, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში პირადი საქმის განახლება, საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების განხორცილება და მოთხოვნების შესაბამისად სილაბუსების განახლება.