2 ივნისი 2016 წელი

2016 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის თურქეთისმცოდნეობის და თურქული ფილოლოგიის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. სტუდენტებმა ორდუსა და ამასიის უნივერსიტეტები მოინახულეს და ამასიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს გაეცნენ . ბსუ-ს დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემიზ ქანის და ამასიის უნივერსიტეტის ხელშეწყობით შედგა.