30 მარტი 2016 წელი

30 მარტს, ბერძენთა ეროვნულ დღესასწაულს (25 მარტი) მიეძღვნა ფოტოგამოფენა, რომელიც გაიხსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგამოფენო სივრცეში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრები პონტოელი ბერძნების საოჯახო ალბომებიდან შერჩეული ფოტოები, ზოგიერთი მათგანი ისტორიული ღირებულებისაა (XX ს-ის დასაწყისის). გამოფენას პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გარდა ბერძენთა ბათუმის ორგანიზაციისა, ასევე კვირიკედან ჩამოსული ბერძნებიც ესწრებოდნენ. ფოტოგამოფენა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის "პონტოელი ბერძნები-წარსული და თანამედროვეობა" სადემონსტრაციო დღის ფარგლებში გაიმართა. აქვე მოეწყო პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმების ჩვენებაც.