2 აპრილი 2014 წელი

2014 წლის 2 აპრილს მშვიდობის კორპუსის მოხალისეებისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტში ჩატარდა შემოქმედებითი წერის კონკურსი ინგლისურ ენაში. მასში მონაწილეობა მიიღეს ინგლისური ენის სპეციალობის პირველი–მეოთხე კურსების სტუდენტებმა და 50-მა მაგისტრანტმა. მათ ერთი საათის განმავლობაში უნდა დაეწერათ ესე გარკვეულ თემაზე. ეს კონკურსი ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონულ უნივერსიტეტში. კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით. მათ გადაეცემათ სერტიფიკატები, საჩუქრები – წიგნების სახით და მაისში ჩაუტარდებათ ტრენინგი შემოქმედებით წერაში.