29 ნოემბერი 2015 წელი

ლიტერატურულ კლუბში მწერალ ოთარ ჯირკვალიშვილის საჯარო ლექცია: ,,ქრისტეს მხატვრული სახე ლიტერატურაში"ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა რელიგიური საკითხის მხატვრული დამუშავების ტრადიციის განხილვას. იესო ქრისტეზე წერდა და ქრისტიანული იდეალების კონტექსტში თავის შემოქმედებას განიხილავდა ბევრი დიდი მწერალი. სალექციო თემის პრობლემატიკა მე-19-20 საუკუნის მწერალთა მხატვრული პოზიციის ანალიზი იყო. ლექცია ასევე ითვალისწინებდა მხატვრული და რელიგიური აზროვნების მიმართების ანალიზს თანამედროვე კულტურულ დისკურსში. ლექცია გაიმართა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამების - ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში.