23 ოქტომბერი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი XXXV რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა შოთა რუსთაველის დარბაზში. სამეცნიერო სესია მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე საველე-შემკრებლობითი და კვლევითი საქმიანობის შედეგების შეჯამებას. ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები, სამეცნიერო ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები და ახალგაზრდა მკვლევრები ორ სექციაში მოხსენებს წარმოადგენენ დიალექტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენცია ბსუ-სა და თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.