25 ივნისი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით, აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და სკოლა „ევრო 2000“-ის ხელშეწყობით პირველი ფრანგულენოვანი საზაფხულო სკოლა „ფრანკოფონები“ გაიხსნა. ერთი თვის განმავლობაში მოზარდები შეისწავლიან და გაიუმჯობესებენ ფრანგული ენის სასაუბრო უნარ-ჩვევებს, გაეცნობიან საფრანგეთის კულტურასა და ლიტერატურას. პროექტი ასევე ითვალისწინებს კულტურული, შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარებას, ანიმაციური და მხატვრული ფილმების ჩვენებას. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ფრანგული ენის პოპულარიზაციასა და აბიტურიენტთა მოზიდვას.