26 ივნისი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის პირველი ეტაპი დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილე ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების IX, X, XI კლასების 130 მოსწავლეს, ქართველ პროფესორ-მასწავლებლებსა და მშვიდობის კორპუსის ამერიკელ წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ. სწავლება მიზნად ისახავდა ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამერიკის კულტურის შესახებ ცოდნის შეძენას. საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ბსუ-ში მოწვეული მშვიდობის კორპუსის ინგლისური ენის მასწავლებლის მარია ინისის ორგანიზებით ჩატარდა.