6 თებერვალი 2015 წელი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა სესიაზე კიდევ ერთხელ შეაჯამეს დავით IV-ის ცხოვრება და მოღვაწეობა. ახალგაზრდებმა ასევე ისაუბრეს მის მიერ გატარებულ სამხედრო, საეკლესიო და სამხედრო რეფორმებზე და საქართველოს ისტორიის აქტუალურ საკითხებზე.