20 ოქტომბერი 2014 წელი

ამერიკელმა პროფესორმა ჯეიმს თორსონმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „კლასიკური ამერიკული დრამა (Classic American Drama: Eugene O’Neill, Tennessee Williams, and Arthur Miller)“. ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორმა ისაუბრა ამერიკული დრამის საუკეთესო წარმომადგენლებზე იუჯინ ონილზე, ტენესი უილიამსზე და ართურ მილერზე. ლექციის დასასრულს, პროფესორმა ჯეიმს თორსონმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.