25 მარტი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯემალ კარალიძემ 25 მარტს, რელიგიის მუზეუმში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა“. ლექციას ესწრებოდნენ: ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები - პედაგოგი ზვიად ჩხენკელი, ახალშენის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები - პედაგოგი მაყვალა ანანიძე, ვეტერან ქალთა კავშირის - ,,ღიმილის ქალბატონების” წევრები.
დამსწრე საზოგადოება გაეცნო საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალიის ისტორიას მე-5 საუკუნიდან 1917 წლის 12 (25) მარტის მოვლენების ჩათვლით. ავტოკეფალიასთან დაკავშირებული საკითხები განხილულ იქნა ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ მოვლენებთან კავშირში.