8 თებერვალი 2025 წელი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პროფესორმა ჯემალ კარალიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა დავით აღმაშენებლის ცხოვრების, მოღვაწეობის და მისი როლის შესახებ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განვითარების პროცესში და მისი შეფასების შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში. ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დავით აღმაშენებლის ისტორიულ როლსა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საჯარო ლექციას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, ბათუმის N7 და N10 საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.