24 ოქტომბერი 2024 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - HE-18-1344 ფარგლებში შექმნილი ნაშრომების წარდგინება:
1. ლაზური ლექსიკონი - მანანა ბუკია
2. ლაზური ტექსტები - ნატო ახალაია
წარდგინებას ესწრებოდნენ ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფ. მაია ბარამიძე, ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პროფ. მამია ფაღავა, დეპარტამენტის წევრები, დარგის სპეციალისტები, სტუდენტები.
სამეცნიერო პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.