2 ოქტომბერი 2024 წელი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები, პირველკურსელებს შეხვდნენ, ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სტუდენტები შეხვედრაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ძირითად მარეგულირებელ აქტებს, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა აკადემიური შეფასების წესებს, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს, ელექტრონულ სერვისებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.