18 აპრილი 2024 წელი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მამია ფაღავას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ქართული ენის დაცვა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადასცეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ მამია ფაღავას დაჯილდოებას და წარმატებებს უსურვებს.