29 აგვისტო 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს (თურქეთის რესპუბლიკა) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბსუ-ს თურქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 7 სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის თურქული ენის საზაფხულო სკოლაში. საზაფხულო სკოლა 7 აგვისტოს დაიწყო და 20 დღის განმავლობაში სტუდენტებს ჩაუტარდათ თურქული ენის გაკვეთილები. სასწავლო კურსი ასევე ითვალისწინებდა სხვადასხვა აქტივობას, კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებს. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.