8 ივნისი 2023 წელი

ბსუ-ს ქედის მუნიციპალიტეტის გეგელიძეების საჯარო სკოლაში არსებული ინგლისური ენის სასკოლო კლუბის "Student's Vision" მოსწავლეები და მასწავლებლები ეწვივნენ. კლუბის წევრებს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მასალკინი შეხვდა და საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.