8 ივნისი 2023 წელი

ბსუ-ში გაიმართა ეთერ თათარაიძის ქართულ-უკრაინული პოეტური კრებულის „ლექს ვარ ჯერაც გასაშიფრ“ წარდგენა და დისკუსია თემაზე: „ენის როლი ერის კულტურული თვითმყოფადობის გამოსახატად და შესანარჩუნებლად“. ქართულ და უკრაინულ ენებზე გამოცემული პირველი ბილინგვური კრებულში შესულია ეთერ თათარაიძის პოეზია და მისი თარგმანებიც - 5 უკრაინული ხალხური სიმღერის თავისუფალი თარგმანი. სტუდენტებსა და პროფსორ-მასწავლებლებს წიგნი ეთერ თათარაიძემ, გამომცემელმა და მთარგმნელმა ნატალია ტროხიმმა და რედაქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ წარუდგინეს.
ეთერ თათარაიძე 22 წიგნის ავტორია, აქედან 9 თუშურ დიალექტზე დაწერილი პოეტური კრებულია. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია: „ილიას პრემია“ ( პარიზი, ქართულ-ევროპულ ინსტიტუტი), „საბა“ (ორგზის), „ილიას საგურამო“ და „მაჩაბლის პრემია“ და სხვ.