21 აპრილი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა თამილა დავითაძემ და ნანა მაზმიშვილმა მონაწუილეობა მიიღეს ბულგარეთში, ბლაგოევგრადის ნეოფიტ რილსკის უნივერსიტეტშის მიერ ორგანიზებულ 32-ე საერთაშორისო კონფერენციაში „Privileged and Deprived”. კონფერენციაზე ბსუ-ს აკადემიურმა პეროსნალმა წარადგინა ინტერდისციპლინარულ ჭრილში განხორციელებული აქტუალური კვლევის შედეგები. საერთაშორისო ფორუმზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ავტორობით შესრულებული სამი კვლევა იყო წარდგენილი.