23 აპრილი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოს-ავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. მოსწავლეებმა კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს შემდეგი მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, კულტურული, ენობრივი, ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ.
კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა ბერიძემ და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ემზარ მაკარაძემ.
ღონისძიების მონაწილეები დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელებით.