7 თებერვალი 2023 წელი

აჭარისწყლის საჯარო სკოლაში გამართულ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად პრობლემებზე მოხსენებები გააკეთეს ბსუ-ს პროფესორებმა ჯემალ კარალიძემ, ოთარ გოგოლიშვილმა და ასისტენტ პროფესორმა ლევან ტარიელაძემ. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური მოხსენებები დავით აღმაშენებლის ცხოვრებაზე. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მომხსენებლებმა მოსწავლეების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.