22 თებერვალი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისათვის ზამთრის სკოლა გაიხსნა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები: ნათია ქათამაძე, ლალი თავაძე, ნანა მაზმიშვილი და ნინო აროშიძე მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილებს ჩაუტარებენ ინგლისურ ენაში და სწავლების თანამედროვე მეთოდებს გააცნობენ. ზამთრის სკოლა ხელს შეუწყობს ბსუ-სა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მოსწავლეებში უნივერსიტეტის პოპულარიზაციას. ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება.