16 სექტემბერი 2022 წელი

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში, დოქტორი, პროფესორი სუათ ქოლუქირიქი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდა. პროფესორი სუათ ქოლუქირიქი შეხვდა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს, ფაკულტეტის დეკანს. შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება თურქოლოგიის მიმართულებით ახალ პროექტებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.