23 ივნისი 2022 წელი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის პროფესორებისა და სტუდენტებისთვის ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა პაატა ბუხრაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „3 000 წლის წინანდელი სამლოცველო მთა ნაზარლებზე“. მომხსენებელმა ისაუბრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, მთა ნაზარლების თხემზე, ერთობლივი ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ახლად აღმოჩენილ, ძალზე საინტერესო არქეოლოგიური ძეგლის (ქრისტემდე XII-X სს.) შესახებ. ასევე წარმოადგინა არგუმენტირებული ვარაუდები და დასკვნები აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლზე, მის მნიშვნელობაზე კავკასიის გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის კულტურათა სისტემაში. პროფესორმა პაატა ბუხრაშვილმა ლექციის დასრულების შემდეგ შეკითხვებს უპასუხა.