24 დეკემბერი 2021 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ნანა ტრაპაიძეს პრემია ,,საბას“ მეორედ მოპოვებას ნომინაციაში - ,,წლის საუკეთესო კრიტიკა“.
ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ტრაპაიძემ პრემია ,,საბა“ მიიღო წიგნისთვის – „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.
ეს ნანა ტრაპაიძის მეორე „საბაა“. ავტორმა პირველი „საბა“ 2017 წელს მიიღო კრიტიკული წერილების კრებულისთვის – „ლიტერატურა და ლიტერატურა“, გამომცემლობა – „კალმოსანი“.