17 ნოემბერი 2021 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს სუმის მაკარენკოს სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის, სუმის საოლქო რადას დეპუტატ იულია პოდრეზის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბსუ-სა და სუმის უნივერსიტეტებს შორის სასწავლო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლის საკითხები. ვიზიტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სუმის მაკარენკოს სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.