22 დეკემბერი 2020 წელი

2020 წლის 22 დეკემბერს ბსუ-ში პირველად შედგა სადოქტორო დისერტაციის დაცვა დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ლიტერატურათმცოდნეობის“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა მარიამ კორინთელმა დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქალაქი თანამედროვე ქართულ პროზაში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოც. პროფესორი ინგა შამილიშვილი, რეცენზენტები - პროფესორები შ. მახაჭაძე, ც. ბარბაქაძე, მ. ჩოხარაძე, სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე - პროფესორი მ. გიორგაძე.
მარიამ კორინთელმა წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი, დაიმსახურა უმაღლესი შეფასება და მოიპოვა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.