7 დეკემბერი 2020 წელი

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში განხორციელდა სამეცნიერო კვლევითი პროექტი: ,,ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“ (პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ემზარ მაკარაძე). პროექტის დასრულების შემდეგ, გამოიცა მონოგრაფია - ,,ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“ ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. წიგნის ავტორები არიან: პროფესორები ემზარ მაკარაძე, ოთარ გოგოლიშვილი და დოქტორანტი დავით ანდღულაძე.