15 თებერვალი 2020 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „რა იცის ეკონომისტმა ისეთი, რაც არ იცის არავინ სხვამ?“. მომხსენებელმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს დარგის სიახლეები და აქტუალური საკითხები გააცნო. ღონისძიება ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.