29 იანვარი 2020 წელი

27-28 იანვარს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ონლაინ-სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის პრინციპები. ტრენინგი ჩაატარა ფილოსოფიის დოქტორმა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) პროფესორმა გიორგი თავაძემ.
ტრენინგის მონაწილეებმა ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან (JSTOR, Scopus, Web of Science, Kopernio, ERIH PLUS, Google scholar და ა.შ.), ინტერნეტ-კატალოგებთან და სამეცნიერო ინფორმაციის სხვა ელექტრონულ რესურსებთან მუშაობის წესები შეისწავლეს, ასევე ამ ბაზების სტრუქტურა, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება სამეცნიერო ბაზებში, ძიების ხერხები; ელექტრონული კატალოგები; სამეცნიერო ინსტიტუტების, გამომცემლობებისა და სხვა სამეცნიერო ინტერნეტ-რესურსების მოძიების ხერხები და იქ არსებული ინფორმაციის დამუშავების მეთოდები; სამეცნიერო-საინფორმაციო ბაზებში დარეგისტრირება, პროფილების შექმნა და ა.შ. აქცენტი გაკეთდა სამეცნიერო ბაზებზე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მიღებული ინფორმაცია გამოადგებათ სამეცნიერო მუშაობის ინტერნაციონალიზაციაში.