20 დეკემბერი 2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზუმში ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველო XIX საუკუნისა და XX საუკუნის I ნახევარში“. მომხსენებელმა ისაუბრა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, თერგდალეულებსა და XIX საუკუნის ბოლოს გამართულ დიდ ეროვნულ, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე დიდი ყურადღება გაამახვილა XX საუკუნის I ნახევარში გამართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებზე, განსაკუთრებით 1918-21 წლებზე.