13 ოქტომბერი 2019 წელი

დასრულდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ბიზანტინოლოგია საქართველოში - 5“. კონფერენციის დახურვას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრის კარაბალისი დაესწრო. გაიმართა ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა მონოგრაფიის ,,პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა"ფარგლებში მოპოვებული აჭარაში მცხოვრებ ბერძენთა ყოფის ამსახველი ფოტოგამოფენა. ,,შავი ზღვა და შავიზღისპირეთის ქვეყნები-კულტურათა და ცივილიზიაციათა გზაჯვარედინი IV-XV საუკუნეებში“ - ამ თემაზე კონფერენცია ბსუ-ში სამი დღე მიმდინარეობდა, რომელშიც ქართველი, ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი, თურქი, ბერძენი მკვლევარები და უცხოელი ქართველოლოგები მონაწილეობდნენ.