29 მაისი 2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალ სივრცეში „სარდაფი 21“ მწერალ ნიაზ ზოსიძესთან შეხვედრა თემაზე „ფერეიდანი“ და წიგნის „გომარჯოს ფერეიდანს“ წარდგენა გაიმართა. ნიაზ ზოსიძემ სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ფერეიდანში მცხოვრები ქართველების კულტურა, ყოფა-ცხოვრება, ქართული ენის ფერეიდნული თავისებურებები და წიგნზე მუშაობის ისტორია გააცნო. ღონისძიება ბსუ-ს ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.