18 ივლისი 2018 წელი

13-17 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ძირითადი და დამატებითი სპეციალობის სტუდენტები, პროფ. ლალი ზაქარაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ზაფხულის სკოლაში - ქრისტიანული ფილოსოფია (მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი). საზაფხულო სკოლა ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტში, ხობის ისტორიული მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ ახლადაღდგენილ საკათალიკოსო სასახლეში.
სკოლის ფარგლებში გამართულ ლექცია-სემინარებს დიდი ქრისტიანი მოაზროვნეების შესახებ უძღვებოდა ევროპული და აღმოსავლური ფილოსოფიის თვალსაჩინო მკვლევარი, პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი.
მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სერტიფიკატები გადასცა საზაფხულო სკოლის მონაწილეებს: გიორგი ქავთარაძეს, ვახტანგ ჯიჯეიშვილს, მარიკა გამახარიას, ანა შერვაშიძეს, მედეა დუმბაძეს, მეგი სანაძეს, ლია ბოლქვაძეს, კახა ნაკაშიძეს, გოგიტა ცეცხლაძეს, ეკატერინე ჭაღალიძეს.