18 ივნისი 2018 წელი

22 ივნისს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (42-ე აუდიტორია) გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოეტ ცირა ბარბაქაძის პირველი ტვიტერატურული კრებულის - „ყველაფერი (თ)ამაშია“ წარდგენა. ღონისძიების ფარგლებში წიგნის ავტორი ასევე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „რა არის ტვიტერატურა?“.