27 ნოემბერი 2024 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის და საერთო სამეცნიერო კვლევების კოლაბორაციის მიზნით, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტს სტუმრად ეწვია საუდის არაბეთის ქალაქ მექის „უმ ალ-ქურას“ უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ტარიკ ალაფიფი. სტუმარმა კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან და დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან გამართა შეხვედრა და ჩაატარა შემეცნებითი ლექცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მანქანური დასწავლის შესაძლებლობებზე მედიცინაში და მრეწველობის სხვადასხვა სფეროში. შეხვედრა ინტერაქციული ფორმით გაიმართა. სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, მიიღონ მონაწილეობა კვლევით პროექტებში.