ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან

სურათი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ითვალისწინებდა  კომპიუტერული მეცნიერების, ფიზიკის და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამებით  დაინტერესებული მხარეების ინტერესების შესწავლას, მათთვის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შეთავაზებას.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ აჭარის დასაქმების სააგენტო, ბათუმის ტექნოპარკი, შპს „კიბერ სოლუშენისი“, შპს „კიბერ აკადემია“ და ახალგაზრდა სტარტაპერები.

ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს  შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.  აღნიშნეს, რომ დღეს კაცობრიობა განიცდის ციფრულ ტრანსფორმაციას, რომელიც მკვეთრად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT), ქმნის ახალ შესაძლებლობებს დასაქმების ბაზარზე.

გაამახვილეს ყურადღება სპეციალისტების დეფიციტზე არა მხოლოდ პროგრამირების და საინჟინრო მიმართულებების, არამედ ისეთ დარგებში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, დიდი მონაცემების დამუშავება, მათემატიკური მოდელირება, მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.

ისაუბრეს ყოფითი ქცევების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებზე, რომ სტუდენტებს ეძლევათ შანსი, გამოიყენონ ცოდნა და უნარები და ჩაერთონ ციფრული ტექნოლოგიების დინამიურად ცვალებად და მუდმივად მზარდ სფეროში, იმუშაონ გლობალურ კომპანიებში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

დიალოგის რეჟიმში გამოიკვეთა სტუდენტებისთვის ისეთი კომპეტენციების გამომუშავების საჭიროებები, როგორიცაა: პრაქტიკული უნარები (სტაჟირება), პროექტების მართვა, ლიდერობა, დამოუკიდებლობა და გუნდური მუშაობის უნარი და ა.შ.

შეხვედრაზე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შეათავაზეს სტაჟირება კომპანიებში და ვიწრო კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა