6-8 ნოემბერს ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში ჩატარდა „Erasmus+“-ის პროექტის DITECH-ის კონსორციუმის მე-5 ფინალური შეხვედრა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა პროექტის წევრი უნივერსიტეტეტების დელეგაციები. შეხვედრა გახსნა ტალინის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ქეთრინ ნიგლასმა, რომელმაც კონსორციუმის წევრებს ციფრულ ტექნოლოგიებში ტალინის უნივერსიტეტის გამოცდილება გააცნო და ისაუბრა ტენოლოგიების განვითარებისა და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. ვიცე-რექტორმა შეხვედრის მონაწილეებს მიულოცა პროექტის წარმატებული ფინალი და სურვილი გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისთვის.
კონსორციუმის მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის მიღწევებზე ისაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორი შალვა კირთაძემ.
ტალინის კონსორციუმის მე-5 შეხვედრის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მონაწილეებს გააცნო DITECH-ის პროექტის საერთაშორისო კოორდინატორმა, ტალინის უნივერსიტეტის პროფესორმა სირიე ვირკუსმა, ხოლო პროექტის პირველი სამუშაო პაკეტის შედეგები კონსორციუმის წევრებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა იზაბელა პეტრიაშვილმა.
კაუნასის უნივერსიტეტის პროფესორმა დიანა გუდონიენემ, ტალინის უნივერსიტეტის პროფესორმა სირიე ვირკუსმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორმა გიგა ხოსიტაშვილმა ისაუბრეს მეორე სამუშაო პაკეტის შესახებ, რომელიც პროექტის განვითარებასა და მიღწევებს შეეხო.
მესამე სამუშაო პაკეტი მოიცავდა პროექტის ხარისხის გეგმას, რომლის შესრულების შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინეს პროფესორმა, სირიე ვირკუსმა, კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორებმა სარა ტელენმა, ლორა ლიმ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იზაბელა პეტრიაშვილმა.
DITECH-ის დისემინაციის ჯგუფის წევრებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლია ახალაძემ და ამავე უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა დოქტორმა ნინო წულაიამ პროექტის მეოთხე სამუშაო პაკეტის საფუძველზე ისაუბრეს DITECH-ის დისემინაციის მიღწევებისა და ექსპლოატაციის შესახებ.
სამი დღის მანძილზე განხილული იქნა პროექტის სამუშაო გეგმით განხორციელებული ღონისძიებები და აქტივობები. პროექტის საუნივერსიტეტო კოორდინატორებმა, პროფესორებმა იზაბელა პეტრიაშვილმა, სოფიკო ლობჟანიძემ, თინა გელაშვილმა, შორენა ლაზვიაშვილმა, ლია ახალაძემ, მადონა მიქელაძემ, დავით გეგეჭკორმა და სხვებმა ისაუბრეს პროექტის განხორციელების ხარისხზე, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენისა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, შემუშავებული სასწავლო კურსების/სილაბუსების განვითარების, შეფასებისა და ურთიერთშეფასების საკითხებზე პარტნიორ უნივერსიტეტებში, ციფრული პლატფორმებით სწავლების სამომავლო გეგმებსა და სასწავლო აქტივობების მდგრადობაზე ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
განხილული იქნა პროექტზე საუნივერსიტეტო საზოგადოებების გამოხმაურება და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი: ა) პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ბ) DITECH-ის გრანტის მართვა, გავლენა, მდგრადობა და გავრცელების ხარისხი.
პროექტის წევრებმა: ინა ბარათაშვილმა, ლევან კვარაცხელიამ, შოთა ბარბაქაძემ, ნინო სამნიძემ, თამთა დემეტრაძემ, თეა კორძაძემ, მანანა ღარიბაშვილმა, ნინო მილაშვილმა, მაია გელაშვილმა და სხვებმა იმსჯელეს პროექტის შედეგებზე თითოეულ უნივერსიტეტში, განხორციელების დროს მიღწეულ კონკრეტულ წარმატებულ მაგალითებსა და სანიმუშო Case Study-ებზე, ეფექტურ, მოულოდნელ შედეგებსა და პროექტის სამომავლო მდგრადობის მექანიზმებზე, პროექტის სტატისტიკასა და შეფასების ინდიკატორებზე, სასწავლო კურსებისთვის სპეციალურად შექმნილ სახელმძღვანელო რიდერებზე, კონსორციუმის ვებგვერდის, ფეისბუქგვერდისა და მესამე ნიუსლეთერის მასალებზე.
ცალკე სესია დაეთმო პროექტის ფინანსურ საკითხებს, რომელსაც უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტების მართვის ფინანსური მენეჯერი მანანა სალუქვაძე, რომელმაც სესიაზე საერთო პრეზენტაციის შემდეგ თითოეულ უნივერსიტეტთან გაიარა ინდივიდუალური კონსულტაციები.
მესამე შემაჯამებელ დღეს კორკის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სარა ტელენმა სპეციალური მოხსენება მიუძღვნა ხელოვნურ ინტელექტსა და მისი შეფასების საკითხს. იმავე დღეს, კონსორციუმის მეხუთე დასკვნითი შეხვედრის ბოლო სხდომას მოდერატორობდა პროექტის საერთაშორისო კოორდინატორი სირიე ვირკუსი. შემაჯამებელ სესიაზე თითოეული უნივერსიტეტის კოორდინატორმა DITECH-ის პროექტს მაღალი შეფასება მისცა და მადლობა გადაუხადა ტალინის უნივერსიტეტს და პირადად სირიე ვირკუსს თბილი მასპინძლობისა და პროექტის წარმატებული კოორდინატორობისთვის.
კონსორციუმის შეხვედრა შეაფასა და შეაჯამა ტალინის უნივერსიტეტის პროფესორმა სირიე ვირკუსმა.