12 ოქტომბერი 2023 წელი

2023-2024 სასწავლო წელს, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებელთა კორპუსს შეემატა ახალი კადრები განათლების, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკისა და უცხოური ენების მიმართულებით. კონკურსის წესით შერჩეულ ლექტორ-მასწავლებლებს ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ლელა თურმანიძე შეხვდა და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის პრიორიტეტები, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, ბსუ-ს რეგულაციები და საუნივერსიტეტო სერვისები გააცნო.