18 მაისი 2023 წელი

17 და 18 მაისს, ევროკავშირის ,,Erasmus+"- ის პროექტის ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში - DITECH ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლება-სწავლის პროცესში“ (ტრენერი - ასისტენტ პროფესორი ნინო სამნიძე). ტრენინგზე განიხილეს საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნისა და ტექნოლოგიურად გამდიდრებული სწავლების ინოვაციური სტრატეგიები, იმსჯელეს წარმოდგენილი პლატფორმების სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობებზე. განიხილეს შემდეგი ციფრული, საგანმანათლებლო პლატფორმები: Edpuzzle, Genially, Mentimeter, Slido, Bamboozle.
ტრენინგის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნული პლატფორმების მიმართ და აქტიურად იყვნენ ჩართული პრაქტიკულ სამუშაოებში.