21 აპრილი 2023 წელი

19-21 აპრილს, ევროკავშირის ,,Erasmus+"-ის პროექტის ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში - DITECH ფარგლებში კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯში (ირლანდია) გაიმართა მესამე საერთაშორისო შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში ხარისხის მართვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გატარებული ღონისძიებები. საქართველოს თითოეული უსდ-ს წარმომადგენელმა წარმოადგინა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შექმნილი და ჩატარებული კურსების პილოტირებისა და ტრენინგების შესახებ. კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯში შეხვედრას ეწსრებოდნენ DITECH-ის განმახორციელებელი ბსუ-ს პერსონალი ასოცირებული პროფესორი მადონა მიქელაძე და ასისტენტ პროფესორი ნინო სამნიძე.