15 მარტი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტს ფულბრაიტის აკადემიური გაცვლის პროგრამის ფარგლებში, პორტლანდის უნივერსიტეტის (აშშ-ი) პროფესორი ენდრიუ ნუქსოლი ეწვია. პროფესორმა ენდრიუ ნუქსოლმა ბსუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა ინტელექტუალური თამაშის „Bridge”-ის შესწავლის მიზნით. სემინარი ითვალისწინებდა დროის მართვის, გუნდში მუშაობის და ლიდერობის უნარების განვითარების ხელშეწყობას.