11 ოქტომბერი 2022 წელი

პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“ („iHubs4Schools) ფარგლებში, ვებინარი გაიმართა თემაზე: „მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციები - სწავლება-სწავლის დიგიტალიზაცის გამოცდილების გაზიარება“. ვებინარში მონაწილეობა მიიღო პროექტში ჩართულმა ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა თათია ნაკაშიძემ, რომელმაც წარადგინა მოხსენება: სკოლებს შორის თანამშრომლობა დიგიტალური პრაქტიკის განვითარების მიზნით.