30 სექტემბერი 2022 წელი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმის ბაღების 76 აღმზრდელ-პედაგოგს, სპეციალურ მასწავლებელსა და მენეჯერს აგვისტო-სექტემბერში 60-საათიანი ტრენინგ კურსი ჩაუტარეს. სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალს სკოლამდელი ინკლუზიური განათლების საკითხები ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა: ნატო შეროზიამ, მარინე გურგენიძემ და ნანა მამულაძემ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ თამარ საღინაძის მენტორობით გააცნეს.