1 ივნისი 2022 წელი

საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა, ბსუ-ს საპატიო დოქტორმა ღასან ხალილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ბავშვის უფლებები: იმპერატივი საერთაშორისო დღის წესრიგში“. მომხსენებელმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ბავშვის უფლებებათა დაცვის ისტორია და თანამედროვე გამოწვევები გააცნო. ლე ქციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დოქტორმა ღასან ხალილმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიება პირველი საერთაშორისო კონფერენციის - „ხარისხიანი ადრეული განათლება და ზრუნვა“ ფარგლებში გაიმართა.