16 მაისი 2022 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვის უფლებების ცენტრში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „როგორ შევცვალოთ ძალადობრივი გარემო სკოლაში“. ტრენერებმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო შეროზიამ და ასისტენტ პროფესორმა დალი დობორჯგინიძემ აჭარის შვიდი სკოლის (4 საჯარო და 3 კერძო სკოლა) 30 მოსწავლეს უსაფრთხო სკოლის აქტუალური საკითხები გააცნეს. ტრენინგის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმების შესახებ, ასევე დაისვა კითხვები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში; ძალადობა მოზარდებში-გამომწვევი მიზეზები, დაძლევის გზები; ბულინგი სკოლაში; ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლაში; ემოციური უსაფრთხოება; სკოლაში ძალადობის პრევენცია.