20 აპრილი 2022 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ასისტენტ პროფესორ დარეჯან გელაძის ხელმძღვანელობით ბათუმის წმიდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ეწვივნენ. ახალგაზრდებმა სავანის 122 ბენეფიციარს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათები გადასცეს.